საქართველო და მსოფლიო ყოველკვირეული გაზეთი ონლაინ ვერსია
გაზიარება
"პელაზგები უძველესი კოლხები"– თემო სახურია
08 12 2013 12:24:18 ნანახია: 1093
"პელაზგები უძველესი კოლხები"– თემო სახურია

 



თემო სახურია:

პელაზგები, რომლებმაც მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს და შექმნეს უდიდესი ცივილიზაცია მოსახლეობდნენ ძირითადად: თესალია, პელეოპოლისი , კუნძული კრეტა და სახელგანთქმულ ქალაქ კნოსოსში.

 




დღეს ამ ადგილებში ელინური ტომების შთამომავლები ცხოვრობენ . ა. ურუშაძე წერს: ,, ელინთა ტომები,რომ ეგეოსის ზღვის რაიონის ავტოსტონები არ ყოფილან, ამას თვით ბერძნული ტრადიციაც აღიარებს. ძველი ბერძენი მწერლები, ჰომეროსით მოყოლებული, ერთმანეთს ეთანხმებიან იმაში,რომ ამ რაიონის უძველესი მოსახლეობა არაელინური იყო, რომ ამ მოსახლეობას შეადგენდნენ აღმოსავლური წარმომავლობის ტომები:


პელაზგები,ლელეგები,დრიოპები და სხვა ეგრეთ წდებული ,,ბარბაროსული“ (არაელინური) ტომები“.ჰელანიკე მიტილინელი(VI - ძვ.წ) თხუზულებაში ,,ფორონიდი“ რომელშიც არგოსის ისტორია იყო გადმოცემული,საბერძნეთის კვიდრ მოსახლეობად თვლიდა პელასგებს იგი წერს: ,,ნანას მეფობის დრო ელინების მიერ პელეზგები განდევნილ იქნენ,მაშინ მდინარე სპინეტთან,იუნიის უბეში, მათ დატოვეს ხომალდები და აიღეს ქვეყნის შუაგულში ქალაქი კროტონი,მერე აქედან დაიძრნენ და დასახლეს ახლა ეგრეთ წოდებულ ტირსანია“ბერძენ ლოგოგრაფოსთა უფროსი თაობის წარმომადგენელი ჰეკატე მილეთელი ( VI - ძვ.წ) პელეოპონისის შესახებ ამბობს, რომ ელინებზე უწინ მასზე მოსახლეობდნენ ბარბაროსები,სტრაბონის თქმით კი მთელი ელადა ბარბაროსთა სამკვიდრებელი იყო ძველად. ცნობები პელაზგებზე მრავალ წყაროშია დაცული თუმცა აქ რამდენიმე მადგანს დავიმოწმებ. რა ენეზე ლაპარაკობდნენ პელაზგები ჯერჯერობით დაუდგენელია,მაგრამ მათი სალაპარაკო ენა, რომ ბერძნული არ იყო ფაქტია. ჰეროდოტე წერს:,, რომელ ენზე ლაპარაკობდნენ პელეზგები არ შემიძლია დაზუსტებით ვთქვა: ხოლო თუ შესაძლებელია მიხვედრა იმ პელეზგების მიხედვით,რომლებიც ახლაც არიან და ცხოვრობენ ტირსენის ზემოთ ქალაქ კრიტონში და რომლებიც ოდეზღაც ემეზობლებოდნენ ეხლა დორილებად წოდებულებს და თუ შეიძლება მიხვედრა იმ პელეზგების მიხედვით როლებიც პელესპონტში ცხოვრობდნენ,პლაკიასა და სკილაკეში,რომლებიც ათენელებთან იყვნენ მჭიდროდ დაკავშრებული და ასევე სხვა პელეზგებით დასახლებული პუნქტების მიხედვით რომლებმაც სახელები გამოიცვალეს,თუ ამის მიხედვით შეიძლება მიხვედრა მაშინ პელეზგები ლაპარაკობენ ბარბაროსულ ენაზე“ ანტუან მეიეს წერს:,,ყველეზე უფრო საიმედო გზა წინაბერძნული მოსახლეობის ენის გასაცნობად მცირე აზიის ძველი ენებისა და კავკასიური ენების შესწავლაა.ეს საშუალებას მოგვცემს ძველი ბერძნული ენის ლექსიკაში ავხსნათ ის რისი ახსნაც ინდოევრიპულ ენათა გარემოსი შეუძლებელი ჩანს,უწინარეს ყოვლისა საჭიროა ნათესაობის დადგენა კავკასიური ენების შიგნით,კერძოდ ქართველ და ჩრდილო კავკასიურ ენათა შორის“. XX - საუკუნის მეორე ნახევარში პელაზგთა ეთნოგენეზის საკითხი მწვავედ დაისვა,მკვლევართა უმრავლესობისთვის პელეზგთა არაინდოევროპელობას გარკვეულად მიჩნევს,ნაწილი მკვლევართა კი პელეზგებს უძველეს კოლხურ ტომად მიიჩნევს. აკაკი ურუშაძე წერს: ,,წინაბერძნული მოსახლეობის პელეზგების ეთნოგენეზის საკითხს კვლევის დროს არსებითი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ მითებიდან თქმულებებიდან მომდინარე და ბერძნულ წყაროებში დაცულ ცნობებს,პელეზგების გენეტური კავშირის შესახებ იბერიულ - კავკასიური მოდგმის ტომებთან,ქართველურ კოლხურ ტომებთან“ და იქვე აგრძელებს ,,ძველ ბერძენ და რომაელ ავტორებთან,რომლებიც თავის მხრივ უძველეს გადმოცემებს ეყრდნობოდნენ,ხშირად ვხვდებით არაპირდაპირ მითითებებს და ზოგჯერ მინიშნებესაც პელეზგებისა და კავკასიურ კოლხური ტომების იდენტურობის შესაებ. პელაზგი თესალიელები მცირეაზიელი როელები, კუნძულ ლემნოსის მკვიდრი პელაზგი სანიტები ანუ სინტები, ფეაკიების ტომი და სხებიც კოლხთა მონათესავე ტომადაა მიჩნეული. ედუარდ დემოლენსი წერს: ,, პელაზგი, პელაზგები უთუოდ კოლხური (მეგრული) სიტყვაა წარმომდგარი პელაგონიდან რაც ჩქარ ადიდებულ მდინარეს ნიშნავს, როცა მდინარე ადიდდება სამეგრელოში იტყვიან ,,პელაგონ მოსოფუნსია“ ანუ უძლეველი, უშველებელი, დაუოკებელი ძალა მოდის, მოქუხსო“ იქვე აგრძელებს ,,ესეოსიდან თუ ზევით ავიწევთ, ვხედავთ სამხრეთ გერმანიას, საფრანგეთს, ეს ადგილები ეკავათ ინერებს. ამის კვალი შემონახულია გერმანულ და ფრანგულ ენებში და ამასვე მოწმობს ადგილებისა და მდინარეების სახელები. ეტრუსკები ისევე, როგორც პელაზგები, კოლხეთიდან არიან გადმოსახლებულნი და კოლხეთმა დაუდო სათავე მედიტერანულ კულტურას, მის ფიზიკურ და სოციალურ ტიპს, მის მხატვრულ გემოვნებას“ დიონისიოს პერიეგეტის (ძვ.წ I-II) თხზულებაში ,,დასახლეული სამყაროს აღწერილობა” ჰენიოხები ძიგებთან (ჯიქებთან) ერთად პირდაპირ პელაზგური წარმომავლობის ტომადაა გამოცხადებული იგი წერს: ,, სავრომატების შემდებ მიჯრიტარიან სინდები , კიმერიელები და ევქსინის, მახლობლად მოსახლე კერკეტები, ტოსეტები და ძლიერი აქაველები, რომლებიც ტროას ბრძოლის შემდეგ გამოყვნენ მეფეს არეტეს ძეს. სამხრეთისა და დასავლეთის ქარებმა ოდეზგაც გადმოხვეწეს ქსანთესა და იდეს სიმონეტის ნაპირებთან ამათ შემდენ ცხოვრობდნენ მომიჯნავე მიწის მპყრობელნი. პელაზგური ქვეყნის ნაშიერი ჰენიოხები და ძიგები“ ისტორიოგრაფიაში ჰენიოხები ქართველურ ტომადაა აღიარებული და იგი მეგრულ-ლაზურ შტოს განეკუთვნება. ი. ჯავახიშვილი ჰენიოხების შესახებ წერს: ,,ბიჭვინთის ჩრდილოეთ-დასავლეთისკენ ზღვის პირას იქ, სადაც თითქმის არც ერთი ნავსადგური არ მოიპოვება და ქვეყანა მეტად მთიანია, რადგანაც ქვეყანა კავკასიონის ქედის ნაწილს შეადგენს ჰენიოხები სახლობდნენ, სტრაბონის თქმით სხვა მეზობლებსავით ისინიც ზღვაზე ყაჩაღობით ირჩენდნენ თავს ასე 25 კაცამდე თავიანთ პატარა და ვიწრო ნავებში ჩასხდებოდნენ და გზას გაუდგებოდნენ ხოლმე, ხან ხომალდს დაეცემოდნენ და გაძარცვავდნენ ხან რომელსამე ქალაქს ან დაბას, ზღვაზე ისინი თავისუფლად ბატონობდნენ. შინ დაბრუნებისას ნავს მხარზე გადაიდებდნენ და ტყეში შეინახავდნენ ხოლმე. ამრიგად ჰენიოხები ნახევრად ძარცვა-გლეჯით ირჩენდნენ თავს ნახევრად მიწის მცირი მოსავლით.“ ასევე საინტერესოა ბერძნულ წყაროში დაცული ცნობა, რომელიც უძველეს გადმოცემას ეყრდნობა და კოლხური მოდგმის მაკრონებს პელზგებად აღიარებს. ბერძნული წყაროების მიხედვით , მაკრონები ქართველურ ტომთა დასავლურ გაერთიანებასი შემავალი ერთ-ერთი კოლხური ტომია სტრაბონი მათ მაკროპოგონებად მოიხსენიებს ,,გრძელწვერიანები“. აპოლონიოს როდოსელი პოემაში არგონავტიკა წერს: ,, იფიქრეს, მაკრისელთა პელაზგური ლაშქარი მოგვადგაო ე.წ მაკრონების , რომლებიც გადმოსახლებულნი არიან, ევბეელთაგან სადაც მაკრონები ეწოდათ. აკაკი ურუშაძე წერს: ,,აპოლონიოს როდოსელის ხანაში (III-საუკ.ძვ. წ), როგორც ეს არგონავტების მარშუტიდან ჩანს,მაკრონების ადგილ-სამყოფელი ტრაპეზუნის სანახებით განისაზღვრება.ეს მითითება ემთხვევა ანტიკური ხანის სხვა ავტორთა ცნობებს კოლხური ტომების განსახლების შესახებ შავი ზღვის სამხრეთ- აღმოსავლეთ სანაპიროზე.მაგრამ ეს, გვიანდელი მდგომარეობაა.სქოლიასტის განმარტება მაკრონების განსახლების უძველესი ვითარების ამსახველი კონკრეტულ სურათს გავწვდის იგი საშუალებას გვაძლევს,დავასკვნათ რომ მაკრონები, ისევე როგორც ქართველთა სხვა წინაპარი ტომები,უძველეს ხანებში მხოლოდ შავი ზღვის სანაპიროებზე კი არ ცხოვრობდნენ, არამედ შორს დასავლეთითაც,ეგეოსის ზღვის რაიონში და მჭიდრო გენეტიკური კავშირი ჰქონდათ ამ რაიონის ავტოხთონ პელაზგებთან. დროა ქართველმა ერმა გაითავისოს თავისი დიადი წარსული,ის ფასეული კულტურა რაც მსოფლიოს ცივილიზაციას გააჩნია შექმნილია ქართველური რასის აქტიური მონაწილეობით.

გაზიარება
მსგავსი მასალები

ანონსი

"საქართველო და მსოფლიო" "ობიექტივის" ეთერში

გაზეთი "საქართველო და მსოფლიო"

შემომსვლელები
დღეს 41116
გუშინ 93156
სულ 4431502
ამჟამად საიტზეა: 203 მომხმარებელი
02 აგვისტო 2014

ახალი კომენტარები

Facebook

msofliotv.ge
Copyright © 2012 - 2014 Geworld.ge All Rights Reserved.

www.wsa.ge