საქართველო და მსოფლიო ყოველკვირეული გაზეთი ონლაინ ვერსია
გაზიარება
საპატრულო ჯარიმები ნახევრდება
25 10 2013 14:03:45 ნანახია: 970
 საპატრულო ჯარიმები ნახევრდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ნასვამ მძღოლს 200 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, მართვის უფლებას ნახევარი წლით ჩამოართმევენ.





"ეროვნული ფორუმის" მიერ მომზადებული მეორე ინიციატივით, საპატრულო ჯარიმები ნახევრდება.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წელიწადში მინიმუმ 40 ათასი მძღოლი ჯარიმდება მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო, სიკვდილიანობით დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევაში კი 100-დან 99-ჯერ ალკოჰოლური სასმელი იყო მიზეზი.


ჯარიმების გადახდის ვადა ერთიდან 3 თვემდე იზრდება. ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში, 40-ის ნაცვლად 20 ლარიანი ჯარიმა გაფორმდება. საჯარიმო სანქციები მცირდება სიჩქარის გადაჭარბებისა და შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესის დარღვევის შემთხვევაშიც. 15 კმ/სთ-ზე მეტით სიჩქარის გადაჭარბება 75 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. სიჩქარის გადაჭარბების შედეგად საავარიო ვითარების შექმნის ან მოძრაობის შეფერხების დროს, 250-ის ნაცვლად მძღოლს 150 ლარის გადახდა მოუწევს. გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან მანევრირების წესის დარღვევისთვის განსაზღვრული 50 ლარიანი სანქცია 20 ლარზე ჩამოდის. პრიორიტეტული ან ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასვლის წესის დარღვევა და გავლის უპირატესობის მქონე ტრანსპორტისთვის დაბრკოლების შექმნა მძღოლს 50-ის ნაცვლად, 30 ლარი დაუჯდება. ნახევრდება 100 ლარიანი ჯარიმა შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთასა და ამ დარღვევის განმეორებაზეც.


აღსანიშნავია, რომ საპატრულო ჯარიმებიდან ბიუჯეტში, დაახლოებით, 8 მილიონი ლარი შედის.


http://www.newposts.ge/?l=G&id=21579

გაზიარება
მსგავსი მასალები

ანონსი

"საქართველო და მსოფლიო" "ობიექტივის" ეთერში

გაზეთი "საქართველო და მსოფლიო"

შემომსვლელები
დღეს 18545
გუშინ 79676
სულ 3547895
ამჟამად საიტზეა: 32 მომხმარებელი
24 ივლისი 2014

ახალი კომენტარები

Facebook

msofliotv.ge
Copyright © 2012 - 2014 Geworld.ge All Rights Reserved.

www.wsa.ge